понедельник, 17 ноября 2014 г.

სიუჟეტი ბაგა-ბაღ ,,ცეროდენას" საბურთალოს ფილიალზე

სიუჟეტი ბაგა-ბაღ ,,ცეროდენას" საბურთალოს ფილიალზე
პირველი არხი
საათი : 16:49 / 5 .11.2014
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=05-11-2014+16%3A49 ( ლინკის მეშვეობით ნახავთ სიუჟეტს)

четверг, 13 ноября 2014 г.

როგორ შევეგუოთ საბავშვო ბაღს -ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას" ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

საბავშვო ბაღში ბავშვს გარკვეულ რეჟიმთან შეგუება მოუწევს. როგორი უნდა იყოს ეს რეჟიმი - რბილი თუ მკაცრი? მზად არის თუ არა ბავშვი მასთან შესაგუებლად? - ეს კითხვები თითქმის ყველა ოჯახში ჩნდება. მათ თან ახლავს ცხარე კამათი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ბავშვი თავიდანვე იქცევა მშობლების, ბებიებისა თუ მასწავლებლების ურთიერთსაწინააღმდეგო პედაგოგიური ექსპერიმენტების ობიექტად. დავიწყოთ იმით, რომ ბავშვისათვის საჭიროა მისი ასაკისათვის შესატყვისი სოციალური გარემო, თანატოლთა საზოგადოება, რათა მათთან ურთიერთობის ჩვევები ჩამოუყალიბდეს.
თუმცა ბაღში მიყვანამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის მზად არის ამისათვის, თორემ სანამ ახალ გარემოს შეეგუება, ბავშვსაც და მშობელსაც არაერთი უსიამოვნო წუთის გადატანა მოუწევთ. ბავშვებს, რომლებიც შინ მხოლოდ უფროსების გარემოცვაში იზრდებიან, ერთხანს უძნელდებათ თანატოლებთან ურთიერთობა. ისინი პირველად ხვდებიან ბევრ ბავშვთან ერთად დედისა და ბებიის გარეშე, ამიტომ არც ისე დიდი ხალისით ერთვებიან სხვებთან თამაშში, გაურბიან აღმზრდელს, ან მარტო თამაშობენ, ან პროტესტის ნიშნად ხმაურობენ, ან ტირიან. კიდევ უფრო რთულია ისეთი ბავშვის შეგუება საბავშვო ბაღთან, რომელიც ბუნებით არაკომუნიკაბელურია. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი აღმზრდელი შეხვდება მას. გამოცდილმა აღმზრდელმა იცის, როგორ დაეხმაროს ასეთ ბავშვს. საბავშვო ბაღის ყოველი დღე რეგლამენტირებულია. ემორჩილება გარკვეულ რეჟიმს. ეს რეჟიმი მოფიქრებულია იმგვარად, რომ მოხერხებული იყოს ბავშვებისთვის და არა მოზრდილებისთვის. რეჟიმი შემთხვევით არ არის შერჩეული - იგი ეფუძნება ექიმების, ფსიქოლოგების, ჰიგიენის სპეციალისტებისა და ფიზიოლოგების მრავალრიცხოვან დაკვირვებასა და დასკვნას. ბავშვთა ყოველ ასაკობრივ ჯგუფს უნდა შეესაბამებოდეს აღზრდის ოპტიმალური სისტემა, არა მკაცრი, არა თავისუფალი, არამედ სწორედ ოპტიმალური. რეჟიმი - ეს არის ბავშვის საკეთილდღეოდ შექმნილი სისტემა, რადგან ის ითვალისწინებს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებათა პერიოდულ ცვლას, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდულობა ძალზე მერყევია. ამას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. თუ, მაგალითად, ბავშვი რატომღაც ვერ იძინებს დაწესებულ დროს, ან უარს ამბობს ჭამაზე, უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ: იქნებ ავად არის, გადაღლილი ან ძლიერ აღგზნებულია? როცა მიზეზი თვალნათლივ არ ჩანს, აუცილებელია, ბავშვს ანგარიში გავუწიოთ. დაუშვებელია ძალდატანება - ის ძალით არ უნდა ჩავაგდოთ საწოლში და არ უნდა ვუბრძანოთ, გინდა თუ არა დაიძინეო, არ უნდა ვაიძულოთ, ბოლომდე შეჭამოს თავისი ულუფა. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას თვით ძილისა და კვების პროცესების მიმართ. დაუსრულებელი შენიშვნები, შეგონებები ბავშვს საკუთარი არასრულფასოვნების განცდას უნერგავს და მას, როგორც თავდაცვითი რეაქცია, უყალიბდება ავადმყოფური თავმოყვარეობა, თუმცა შინაგანად დაჩაგრული და დაბეჩავებულია, უჭირს დამოუკიდებლად მოქმედება. დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვი შეიძლება მართლაც გახდეს სოციალურად არასრულფასოვანი - უინიციატივო, ინფანტილური, ეგოისტური. ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ სკოლაში იქნება მორცხვი, გაუბედავი, გაუძნელდება თანატოლებთან ურთიერთობა, ხშირად მოექცევა იზოლაციაში. ყველა ბავშვი როდი ურიგდება მუდმივ მეურვეობასა და მზრუნველობას. ბევრი ვერ ეგუება მკაცრ რეჟიმს, სკოლამდელ ასაკშივე ეწინააღმდეგება მშობლებისა და აღმზრდელების ზღვარგადასულ კონტროლს და გამოთქვამს პროტესტს. ბუნებრივია, არც ის იქნება სწორი, ბავშვი სრულ თავისუფლებაში, ყოველგვარი რეჟიმისა და საბავშვო ბაღის გარეშე გავზარდოთ და არაფერი მოვთხოვოთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს აზრიანი, გულისხმიერი, შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს, შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს. ყოველივე ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როგორც მშობლებმა, ასევე აღმზრდელებმაც. საბავშვო ბაღის აღმზრდელს მოეთხოვება უდიდესი ტაქტი და ფაქიზი მოპყრობა ბავშვისა და მისი ფსიქიკისადმი, რადგან მცირე უტაქტობამაც კი შეიძლება მძიმე დაღი დააჩნიოს ბავშვის სულს და მასში შიშისა და ზიზღის გრძნობა გააჩინოს საბავშვო ბაღისა და საერთოდ პედაგოგების მიმართ.


რა უნდა ასწავლონ მშობლებმა ბავშვებს ბაღში მიყვანამდე?

* ათხოვონ სათამაშოები სხვებს, არ ეჩხუბონ მათ;
* მოერიდონ უცნობ უფროსებს და არაფერი გამოართვან მათ;
* საკუთარი გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი;
* დამოუკიდებლად ჭამა, ხელსაწმენდის, კოვზის, ჩანგლის ხმარება, საჭიროებისამებრ - წყლის, დამატებითი ულუფის მოთხოვნა;
გარდა ამისა, ასწავლეთ შეასრულოს უფროსების მოთხოვნა ან თხოვნა, გამოუმუშავეთ მოსმენის ჩვევა და კულტურა. თუ ბავშვი გამართულად ვერ მეტყველებს, სხვა ბავშვებივით ვერ იქცევა ან აქვს ენურეზის პრობლემა, ამის გამო საბავშვო ბაღზე უარს ნუ იტყვით. შეგიძლიათ, დახმარება და კონსულტაცია ფსიქოლოგისგან მიიღოთ. აღზარდეთ ბავშვი ისე, რომ მან არ იგრძნოს, რომ ზრდიან - თავს ახვევენ სხვის ნებას, ძალას ატანენ. ნუ დაუწესებთ ბავშვს მძიმე და გამაღიზიანებელ რეჟიმს. ეს არ მოხდება, თუ ოპტიმალურ რეჟიმს მისი ცხოვრების პირველივე დღეებიდანვე დანერგავთ, შემდეგ კი ასაკის კვალდაკვალ ძალდაუტანებლად შეიტანთ მასში კორექტივებს. მთავარია, რეჟიმი და საბავშვო ბაღი მოარგოთ ბავშვს და არა ბავშვი რეჟიმსა და ბაღს. მშობლის ყოველი მოქმედება ბავშვის პიროვნული, ინდივიდუალური თავისებურებებით უნდა იყოს ნაკარნახევი. ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი კეთილი, სიცოცხლით სავსე, მამაცი, ჭკვიანი, ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება გაიზარდოს, სიკეთითა და სიყვარულით იყოს გარემოცული შინაც და საბავშვო ბაღშიც. 3-დან 5 წლამდე ასაკში თანდათან ყალიბდება ისეთი ემოციები, როგორიცაა სიყვარული, სინაზე, სიბრალული, თანაგრძნობა, სიკეთე. ამ გაკვეთილებს ბავშვი ჯერ შინ, შემდეგ კი საბავშვო ბაღში უნდა იღებდეს. ჩვენი, უფროსების გამოხედვა სიყვარულსა და კეთილმოსურნეობას უნდა გამოხატავდეს. ბავშვიც ჩვენგან სწავლობს, სწორედ ასე შეხედოს სხვა ადამიანებს და ჩვენი შვილებიც ისეთივე იზრდებიან, როგორებიც ვართ ჩვენ, მშობლები და აღმზრდელები. დამოუკიდებლად ჩაცმა, ღილებისა და თასმების შეკვრა. ეს არც ისე იოლია და დიდ მოთმინებას მოითხოვს, სამაგიეროდ, შემდეგ თვითონაც იამაყებს და თქვენც მისი მოხერხებულობით.

вторник, 11 ноября 2014 г.

ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას" 5 ფილიაში ცხადდება 1,5 დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელების რეგისტრაცია

ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას" 5 ფილიაში  ცხადდება  1,5 დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელების რეგისტრაცია. 

ჩვენთან, თქვენს პატარებს დახვდებათ:

უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო;
თანამედროვე ინტერიერი;
დიდი და ნათელი ოთახები, ინდივიდუალური სველი წერტილებით;
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები;
ხელოვნური ბალახის საფარით და საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვილი უსაფრთხო ეზო;
სამჯერადი კვება;
თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, თბილი და მოსიყვარული აღმზრდელები.
სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: აღქმა,მეხსიერება,ყურადღება, მეტყველება და ა.შ
ბავშვებს უვითარდებათ ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, იძენენ წერა-კითხვისა და ანგარშისთვის საჭირო უნარებს.
ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებით და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით;
ბაღის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინგლისური ენის შესაბამისი დონის წამახალისებელი სერთიფიკატი.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
ქართულ ენას;
დაწყებით არითმეტიკას;
ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს;
საბავშვო ისტორიას;
ცეკვას (თანამედროვე ცეკვები,ქართული ცეკვები);
ხატვის კურსს;
ძერწვის კურსს;
აპლიკაციის კურსს;
სიმღერის გაკვეთილებს;
ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს;
ჯგუფებს ცალკე უტარდებათ ფსიქოლოგის და ლოგოპედის საათები.
ბაღს ემსახურება ექიმი პედიატრი.
ხშირად, ბავშვების გასამხიარულებლად ვიწვევთ ანიმაციურ გმირებს, ჯამბაზებს, თოჯინების თეატრს და ა.შ
ბაღი მუშაობს 08:30 სთ-დან 19:00 სთ- მდე აგვისტოს ჩათვლით.
საკონტაქტო იმფორმაცია:
599 900843/ 593673299 / 599 686881/ 








ბაგა–ბაღი ,,ცეროდენა"

 ბაგა–ბაღი ,,ცეროდენა“   დაარსდა 2005 წლის 1 სექტემბერს და ძალიან მალე გახდა  თბილისის  კერძო ბაგა– ბაღებს შორის  ერთ–ერთი საუკეთესო . მისი დამფუძნებელია  ქ–ნი ანა უსტიაშილი (სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და  დაწყებითი კლასების მეთოდისტ–მასწავლებელი) ოცდაათწლიანი გამოცდილებით,  2000 წელს გახსნა კერძო ავტორიზებული  სკოლა ,,მწიგნობარი” , რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირეს .
     ბაგა-ბაღ ,,ცეროდენას” ფილიალები მდებარეობს ქ.თბილისის სხვადასხვა უბნებში,  რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, სადაც აღსაზრდელებისათვის შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა და ზღაპრული  გარემო . 
      ,,ცეროდენა“ გაძლევთ აღსაზრდელთა უსაფრთხოების გარანტიას , შენობა აღჭურვილია შიდა და გარეთა პერიმეტრის სათვალთვალო  კამერებით  და ემსახურება დაცვა  .ბავშვების  აღზრდას ემსახურებიან  სერთიფიცირებული  პედაგოგები, აღმზრდელები, ექიმები, ლოგოპედები, ფსიქოლოგები .
ბაგა–ბაღ ,,ცეროდენაში“ არის სამჯერადი კვება.რაციონში დაცულია დღიური კალორიების და ვიტამინების რაოდენობა.

2005 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა ბაგა-ბაღ ,,ცეროდენას” 300 არაგველის ფილიალი  მის.: ვაჟა ივერიელის 10

2006 წლის  1 სექტებერს გაიხსნა  ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას“ ორთაჭალის ფილიალი მის.: ხეივნის 7

2007  წლის 1 სექტემბერს გაიხსნა ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას“  მარჯანიშვილის ფილიალი მის.: წინამძღვრიშილის 115ა 

2011 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას“ საბურთაოს ფილიალი მის.: ბოჭორიშილის16 ( სპორტის სასახლის უკან)

2012 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა ბაგა–ბაღ ,,ცეროდენას“ ვაკის ფილიალი მის.: ძმები კიკნაველიძეების 5 ( ვაკის პარკთან ყოფილი დარიალის შესახვევი)